„მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 22 იანვარი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: სახლის მეპატრონე, შენობის მოიჯარე და უკანონო დაწესებულების ადმინისტრატორი, მათ საცხოვრებელ ბინებში კი ჩხრეკა მიმდინარეობს.
ცნობისათვის, უკრაინის ქალაქ ხარკოვის მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე გაჩნდა. ხანძარს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან ხუთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი გაუფრთხილებლობა გახდა. ხანძრის ზუსტი მიზეზების დასადგენად უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სპეციალური სამთავრობო კომისია შექმნა.