აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ თავის ვალდებულებას გრძნობს, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალში. მისი თქმით, საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ეს დაფიქსირდება ვარშავის სამიტზეც.
„ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს NATO-ს მეკავშირეებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ბუქარესტის სამიტზე აღებულ ვალდებულებას. ამას ხაზი გავუსვით ჩიკაგოსა და უელსის სამიტზე. აღნიშნული ასევე გაიჟღერებს ვარშავის სამიტზეც. საქართველოს მოსახლეობამ თვითონ აირჩია ევროატლანტიკური მომავალი. აშშ თავის ვალდებულებას გრძნობს, დაეხმაროს საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში", - განაცხადა ჯონ კერიმ.