logo_geo
eng_logo
ჯონ კერი: საქართველოში პრეზიდენტ ბარაქ ობამას მესიჯი ჩამოვიტანე
- +

6 ივლისი. 2016. 16:40



„განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენს 25-ე წლისთავის აღსანიშნად",- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.



კერის განცხადებით, მოხარულია, რომ აქვს პრეზიდნეტ მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ ჯანელიძესთან საუბრის საშუალება.



საქართველო არის ლამაზი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მდებარეობს რთულ რეგიონში. აქ ჩამოვედი   პრეზიდენტ ობამას გზავნილით - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენი ორხმრივი ურთიერთობა ვითარდება. საქართველო ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის" სიდიდით მესამე და NATO- არაწევრი უმსხვილესი კონტრიბუტორია. წლების განმავლობაში ჩვენი მამაცი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ჰელმანდის პროვინციაში. აშშ-ის სახელმწიფო აფასებს საქართველოს სამხედროების თავგანწირვას და უღრმეს მადლობას გიხდით, პრემიერ-მინისტრო, სამშვიდობ მისიისადმი თქვენი მტკიცე მხარდაჭეისთვის", - განაცხადა ჯონ კერიმ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner