„განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენს 25-ე წლისთავის აღსანიშნად",- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კერის განცხადებით, მოხარულია, რომ აქვს პრეზიდნეტ მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ ჯანელიძესთან საუბრის საშუალება.
„საქართველო არის ლამაზი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მდებარეობს რთულ რეგიონში. აქ ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას გზავნილით - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენი ორხმრივი ურთიერთობა ვითარდება. საქართველო ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" სიდიდით მესამე და NATO-ს არაწევრი უმსხვილესი კონტრიბუტორია. წლების განმავლობაში ჩვენი მამაცი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ჰელმანდის პროვინციაში. აშშ-ის სახელმწიფო აფასებს საქართველოს სამხედროების თავგანწირვას და უღრმეს მადლობას გიხდით, პრემიერ-მინისტრო, სამშვიდობო მისიისადმი თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ჯონ კერიმ.