logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ჩვენ გვაქვს ისტორიული დოკუმენტი, რომელიც აღიარებს იმ რეალობას, რაც 2008 წელს აგვისტოს მოვლენების დროს განხორციელდა
- +

22 იანვარი. 2021. 14:23

 

„დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული დოკუმენტი, რომელიც აღიარებს იმ რეალობას, რაც 2008 წელს განხორციელდა აგვისტოს მოვლენების დროს“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

 

„ეს არის საფუძველი, რომ საქართველომ თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე , ამ დოკუმენტის საფუძველზე კიდევ ერთხელ განიმტკიცოს საერთაშორისო პოზიციები“, - აცხადებს გივი მიქანაძე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner