„დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული დოკუმენტი, რომელიც აღიარებს იმ რეალობას, რაც 2008 წელს განხორციელდა აგვისტოს მოვლენების დროს“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
„ეს არის საფუძველი, რომ საქართველომ თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე , ამ დოკუმენტის საფუძველზე კიდევ ერთხელ განიმტკიცოს საერთაშორისო პოზიციები“, - აცხადებს გივი მიქანაძე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.