logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: USAID-ის პროექტის ზრდის შემთხვევაში საქართველოს 5 რეგიონში 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება
- +

6 ივლისი. 2016. 16:51



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ USAID-ის პროექტის ზრდის შემთხვევაში საქართველოს 5 რეგიონში 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.



დღევანდელმა ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს, საქართველოსა და აშშ- შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს, რომელიც ქმნის გაღრმავებული პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.

 

აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც გააღრმავებს საქართველოსა და შტატებს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას, ეს არის ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულება, აღნიშნულის შედეგად უფრო მეტ ქართველ სტუდენტს და მკვლევარს შეეძლება გახდეს პროგრამის სტიპენდიანტი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე UშAID-ის ახალი პროექტის ზრდას, რაც რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner