-
+
22 იანვარი. 2021. 15:52
„საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივერ ვერანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი „ლოკდაუნის“ გამოცხადება „უპირობო აუცილებლობაა“, - ამის შესახებ EuroNews წერს.
უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შეზღუდვები კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელების მკვეთრი მატების შემთხვევაში ამოქმედდება.
შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში, პარიზში კომენდანტის საათი გამოცხადდება და საღამოს 18:00-დან დილის 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა მხოლოდ „დასაბუთებული მიზეზით“ ან საშვის ქონის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ამჟამად, საფრანგეთში მაღაზიები და საჯარო ბიბლიოთეკები მუშაობს, თუმცა სავალდებულოა მათი 18:00 საათზე დაკეტვა. ბარები, რესტორნები, კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები და სავარჯიშო დარბაზები ამ დრომდე არ მუშაობს.
https://imedinews.ge/ge/covid19/182749/saprangeti-sakoveltao-lokdaunis-mesamed-gamotskhadebas-gegmavs