logo_geo
eng_logo
თანამშრომელთა შევიწროების ბრალდებების ფონზე, კანადის გენერალ-გუბერნატორი გადადგა
- +

22 იანვარი. 2021. 17:06

 

კანადის გენერალ-გუბერნატორი ჯული პაიეტი, თანამშრომელთა მიერ შევიწროების ბრალდებების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა.

 

გენერალ-გუბერნატორი, რომელიც კანადის სახელმწიფო მეთაურის, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის წარმომადგენელია ქვეყანაში, მისი ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ შევიწროების ბრალდებების გამოძიების დაწყებამდე, თანამდებობიდან გადადგა.

 

ჯული პაიეტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გენერალ-გუბერნატორი თანამშრომლებს ხშირად უყვიროდა და საჯაროდ ამცირებდა, ზოგიერთი მათგანი ტირილით გამოდიოდა მისი კაბინეტიდან და ზოგი სამსახურსაც ტოვებდა.

 

„ჩემი სამეფო რწმუნებულის თანამდებობის მაღალი რეპუტაციისა და ჩვენი ქვეყნისა და დამოკრატიული ინსტიტუტების სასარგებლოდ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ უნდა დაინიშნოს ახალი გენერალ-გუბერნატორი", - ნათქვამია ჯული პაიეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კანონმდებლობის თანახმად, დედოფლის მიერ ახალი გენერალ-გუბერნატორის დანიშვნამდე, ამ მოვალეობას კანადის უზენაესი სასამართლოს უფროსი მოსამართლე რიჩარდ ვაგნერი შეასრულებს.

 

კანადის სახელმწიფო მეთაური გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორეა. დედოფალი თავის სამეფო რწმუნებულისა და წარმომადგენლის სახით ნიშნავს გენერალ-გუბერნატორს.

 

https://ghn.ge/news/257241-tanamshromelta-shevitsroebis-braldebebis-fonze-kanadis-general-gubernatori-gadadga

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner