logo_geo
eng_logo
მიხეილ სადრაძე: ცალსახადაა დადგენილი, რომ დავითგარეჯას საქმეზე ბრალდებულები მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ
- +

22 იანვარი. 2021. 18:37

 

 

„როცა დავითგარეჯას საქმეზე ბრალდებულების დაკავება მოხდა, რომ ჩვენთვის ცნობილი იყო მოტივი, თუ რატომ არ გამოიყენეს რუკები და ამ მიმართულებით, ამ საკითხს არ ვასაჯაროებდით, რადგან დამატებით მოქმედებებს ვახორციელებდით, იმისთვის, რომ ფაქტობრივი მნიშვნელობის ყველა ფუნდამენტური გარემოება საკმაოდ მაღალი სტანდარტით ყოფილიყო დადასტურებული. დღეის მონაცემებით, საქმე სასამართლოში წარიმართა და შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავითგარეჯას საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

 

„საჭირო რუკების არ გამოყენების მოტივი არის შინაგანი მამოძრავებელი ფსიქიკური მიზეზი. ესაა ცალსახად დადგენილი, რომ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ ბრალდებულები. ამ დავალებების არსებობა ფარული გამოძიების ფარგლებში ცალსახად დადასტურდა. ბრალდებული ცალსახად საუბრობს, რომ მაშინ ასეთი განწყობები არსებობდა და წინააღმდეგიც კი იყო დავითგარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. უშუალოდ ის იყო ჩართული, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და თვითონ ახდენდა ყველა დოკუმენტაციის ანალიზს, შეთავაზებების გაკეთებას. მისი თავდაპირველი შეთავაზება და შესაბამისად საქართვლოს სახელით მისი პოზიცია იყო სწორი და მაქსიმალუარდ მიახლოებული 1938 წლის ხაზთან, თუმცა შემდეგ საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა ბრალდებული და შეათანხმა საქართველოს საზიანოდ. ეს ცალსახად ჩანს.

 

ასევე მნიშვნელოვანია ის რომ უამრავი მოწმე გამოიკითხა ამ სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც მოქმედი ისე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი. მათი ჩვენებების ანალიზი ცალსახად აჩვენებს, რომ ასეთი ქმედებები მმართველობითი გუნდის საკმაოდ მაღალი შტოდან მომდინარეობს“, - განაცხადა სადრაძემ.

 

ვინ არიან დავითგარეჯას საქმეზე დ​ამკვეთები? - ამ კითხვაზე საქმის პროკურორი ასე პასუხობს:

 

„რა თქმა უნდა, გარკვეული ინდიკატორები არსებობს, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული, პირთა წრე, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ბრალდებულებთან, ამის იდენტიფიცირება მომხდარია ჩვენს მიერ და დეტალიზაციისაგან თავს შევიკავებ რადგან გამოძიება მიმდინარეობს ამ მიმართულებით. დამკვეთის გამოკვეთის მომენტი დღეს ცალკე აქვს პროკურატურას. ბრალდებულების ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით ამოიწურა გამოძიება, წარიმართა სასამართლოში განსახილველად, ხოლო დარჩა სისხლის სამართლის საქმე სადაც სხვა პირთა დანაშაულთან შემხებლობის კონტექსტში გრძელდება გამოძიება. შედეგებზე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა სადრაძემ.

 

 

https://imedinews.ge/ge/samartali/182842/prokurori-tsalsakhadaa-dadgenili-rom-davit-garejis-saqmeze-braldebulebi-magali-tanamdebobis-pirebis-davalebebis-shesabamisad-moqmedebdnen

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner