logo_geo
eng_logo
მიხეილ სადრაძე დავითგარეჯას საქმეზე: ბრალდებულები ადასტურებენ, რომ 200 ათასიანი, ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური რუკა მათ ჰქონდათ
- +

22 იანვარი. 2021. 18:49

 

„ბრალდებულები, ვიდრე მათი დაკავება მოხდებოდა, არაერთხელ გამოიკითხნენ საგამოძიებო ორგანოს მიერ და ისინი ადასტურებენ, რომ 200 ათასიანი, ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური რუკა მათ ჰქონდათ და ჰქონდათ 90-იან წლებში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავითგარეჯას საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში დედნის სახით მოვიპოვეთ 200 ათასიანი რუკა.

 

„ბრალდებულები, ვიდრე მათი დაკავება მოხდებოდა, არაერთხელ გამოიკითხნენ საგამოძიებო ორგანოს მიერ და ისინი ადასტურებენ, რომ 200 ათასიანი, ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური რუკა მათ ჰქონდათ და ჰქონდათ 90-იან წლებში. შესაბამისად, ისინი თავად ადასტურებენ, რომ მათ ეს მასალა ჰქონდათ. ასევე არსებობს მტკიცებულებები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჩვენ მათ სახლებში, სამუშაო ოთახებში ჩავატარეთ ჩხრეკა, ამოვიღეთ მასალები და ეს რუკები დედნის სახით მოვიპოვეთ. ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში დედნის სახით მოვიპოვეთ რუკა, რომელიც კანონის თანახმად არა კონკრეტული პირის პირის კაბინეტში, არამედ არქივში უნდა ინახებოდეს, რადგან ის საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა. ასევე, ჩვენ მოვიპოვეთ უამრავი ელექტრონული ინფორმაცია, კომპიუტერები მათ შორის, სადაც ელექტრონული ვერსია ასეთი რუკების არსებობს. ასევე არსებობს უამრავი მოწმის ჩვენება და რაც მთავარია, არსებობს დოკუმენტები იმისა, რომ ბრალდებულებს ყველა რელევანტური მასალა თავის დროზე ჰქონდათ, ისინი მათ გააანალიზეს, თუმცა განზრახ არ გამოიყენეს და იგნორირება მოახდინეს. შესაბამისად, მსგავსი განცხადებები ფაქტებთან ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდის. ერთ-ერთი ბრალდებული საუბრობს, რომ შეთანხმდა, თავდაპირველი პოზიცია ჰქონდათ სწორი, როდესაც დავითგარეჯთან დაკავშირებით საზღვრის ხაზი უნდა გასულიყო უდაბნოს მთის კალთის ქვეშ, შესაბამისად ამ კომპლექსის აბასოლუტური უმეტესობა თითქმის საქართველოს ტერიტორიაში მოხვდებოდა, რაც ისტორიულადაც ასეა, თუმცა შემდგომ შეთანხმდა და საზღვრის ხაზმა გაიარა ქედის თხემზე“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

 

https://imedinews.ge/ge/samartali/182844/mikheil-sadradze-davit-garejis-saqmeze--braldebulebi-adastureben-rom-200-atasiani-erterti-kvelaze-relevanturi-ruka-mat-hqondat

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner