logo_geo
eng_logo
ჯონ კერი: რუსული მილიტარიზაციის შედეგები საქართველოს ოკუპაციის თვალსაზრისით მიუღებელია
- +

6 ივლისი. 2016. 17:03


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული ოკუპაციის, მილიტარიზაციის შედეგები საქართველოს ოკუპაციის თვალსაზრისით მიუღებელია.

აშშ მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.



აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რუსული ოკუპაციის, მილიტარიზაციის შედეგები საქართველოს ოკუპაციის თვალსაზრისით მიუღებელია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მოთხოვნები, რაც გულისხმობს მისი ჯარების გაყვანას კონფლიქტის წინა პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარებისთვის ყოველგვარი ბარიერის მოხსნას ამ რეგიონში", - განაცხადა კერიმ.



კერი მოხარულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ორმხრივ მემორანდუმს მოაწერა ხელი.



მემორანდუმი უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას, შემდგომ ნაბიჯებს, საქართველოს მდგრადობას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას შეუწობს ხელს. ძალიან დიდი მადლობა თავდაცვის დეპარტამენტის მდივანს ბატონ კარტერს, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს, რომელთა ძალისხმევით აღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა", - განაცხადა კერიმ.



აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოსთან მიმართებაში 15 მილიონის ღირებულების პროგრამაც დაანონსა.



სტრატეგიული ქარტიის შეხვედრის ფარგლებში ასევე განვიხილეთ ჩვენი მზარდი ეკონომიკური მონაცემები. 15-მილიონიანი ღირებულების პროგრამის დაანონსება მოვახდინე იმისთვის, რომ გამყარდეს ეკონომიკური მდგრადობა საქართველოში და კიდევ ერთი მილიონი დოლარი იმისთვის, რომ შენარჩუნდეს შესაბამისობა შრომის კანონმდებლობასთან მოთხოვნაში. ასევე გვინდა გავამყაროთ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მოგვიანებით ვაპირებ,შევხვდე ახალგაზრდა ქართველ ბიზნესმენებს, მეწარმეებს, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ინოვაციური წინსვლის თვალსაზრისით", - განაცხადა ჯონ კერიმ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner