logo_geo
eng_logo
მიხეილ სადრაძე: მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სტრასბურგში ჩვენი პოზიციის მართებულობა დადასტურდა, 2014-2020 წლებშია მოპოვებული
- +

22 იანვარი. 2021. 18:58

 

„მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის მართებულობა დადასტურდა, მოპოვებულია 2014-2020 წლებში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. გენერალური პროკურატურა სხვა უწყებებთან ერთად საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა მტკიცებულებების მოპოვების პროცესში. მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის მართებულობა დადასტურდა, მოპოვებულია 2014-2020 წლებში. გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ტერიტორიაზე გენოციდის, მაროდიორობის და შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტებზე. გამოძიების ფარგლებში უამრავი მოქმედება ჩატარდა. მაგალითად, მოპოვებულია კასეტური ჭურვის, „ისკანდერის“, ასევე კასეტური რაკეტა „ტოჩკა-უ“-ს ნაწილები. ამ ნაწილებთან დაკავშირებით ჩატარდა უამრავი ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ ეს არის რუსეთში ქარხნული ფორმით წარმოებული რაკეტების შემადგენელი ნაწილები. ამავდროულად, არაერთი ფოტო და ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ეს რაკეტები საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქდა. გამოიკითხა ათასობით მოწმე და ლომის წვლილი მიუძღვის პროკურატურას ამ მტკიცებულებების მოპოვებაში“, - განაცხადა სადრაძემ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

https://imedinews.ge/ge/samartali/182845/prokurori-mnishvnelovani-mtkitsebulebebi-romlitats-strasburgshi-chveni-pozitsiis-martebuloba-dadasturda-20142020-tslebshia-mopovebuli

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner