logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძემ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

22 იანვარი. 2021. 19:11

 

 

პირველი თებერვლიდან აჭარაში აღდგება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში; კვების ობიექტებს მიეცემა საშუალება ღია სივრცეებში უმასპინძლონ სტუმრებს; განახლდება სავაჭრო ობიექტების მუშაობა და ბათუმში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

 

შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მიეცათ დავალებები პირველ თებერვლამდე უზრუნველყონ შეზღუდვების შემსუბუქებისთვის საჭირო შესაბამისი რესურსების მზადყოფნა.

 

”სამინისტროების ხელმძღვანელებს მიეცათ შესაბამისი დავალებები, რომ პირველ თებერვლამდე უზრუნველყონ როგორც ადამიანური რესურსების, ასევე ინფრასტრუქტურული რესურსების მზადყოფნა, რათა შევძლოთ მაქსიმალურად ეფექტურად აღვადგინოთ სასწავლო პროცესი სკოლებში, ასევე ბათუმში ამოძრავდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ამუშავდეს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, როგორიც არის კვების ობიექტები. მნიშვნელოვანი იქნება იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილური ნიშნები. ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც სწრაფ დიაგნოსტირებას, ასევე ტესტირებებზე ხელმისაწვდომობას“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას, ბიზნეს სექტორს და პედაგოგებს მოუწოდა ისარგებლონ ტესტირების პროგრამით, რაც სწრაფი გამოვლენისა და რეაგირების საშუალებას იძლევა. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner