logo_geo
eng_logo
„საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია განგრძობადი პროცესია და დადგება დრო, როდესაც საბოლოო ნაბიჯები გადაიდგმება“
- +

6 ივლისი. 2016. 17:11



აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის განცხადებით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია „განგრძობადი პროცესია და ნამდვილად დადგება დრო, როდესაც საბოლოო ნაბიჯები გადაიდგმება".



ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს NATO- ღია კარის პოლიტიკას და როგორც 2008 წელს მოკავშირეებმა განაცხადეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ჩარჩოებში, საქართველო გახდება NATO- წევრი. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ განცხადებას და ჩიკაგოს, უელსის სამიტებზე, მოკავშირეებთან ერთად, მხარს ვუჭერდით აღნიშნულ განცხადებას და იმავეს გავაკეთებთ ვარშავაში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. დიახ, არსებობდა გარკვეული მიზეზები, რამაც პროცესი შეანელა. ყველას კარგად ესმის, რომ ძალზე სერიოზული პროცესები მიმდინარეობს უკრაინის, სირიის და სხვა რეგიონების თვალსაზრისით. მთელი რიგი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ზოგიერთმა სახელმწიფომ პროგრესი დაუკავშირა ამ პროცესებს, მაგრამ საქართველო დღესდღეობით უკვე ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია NATO-სი და საქართველოს მოსახლეობა პოზიტიურად უნდა აღიქვამდეს, რას მიაღწია საქართველომ და რას აკეთებს ახლა. საქართველო გახლავთ ძალზე მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი NATO- ოპერაციებში", - განაცხადა ჯონ კერიმ.



აშშ-ის სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უდიდესი არაწევრი კონტრიბუტორი NATO-ს ოპერაციებში.



ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას და ამას მაღალ შეფასებას აძლევს ყველა წევრი. მე, ალბათ, ნამდვილად არ დავარქმევდი ამას შეფერხების, იმედგაცრუების მომენტს. აღნიშნულ პროცესს მე ვუწოდებ განგრძობად პროცესს და ნამდვილად დადგება ის დრო, როდესაც საბოლოო ნაბიჯები იქნება გადადგმული", - განაცხადა ჯონ კერიმ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner