logo_geo
eng_logo
გოჩა ლორთქიფანიძე: ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია
- +

22 იანვარი. 2021. 23:32

 

 

„სტრასბურგის გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, ის რაც სტრასბურგმა გამოაქვეყნა, არის იურიდიული ენა და შესაბამისად, ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

 

„ეს არის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის იურიდიული კვალიფიკაცია და სამართლებრივი ფაქტი. ეს თვისობრივად, განსხვავებულია პოლიტიკური ფორუმების შეფასებისაგან. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის. თუკი შევხედავთ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, აქამდე სასამართლო იყენებდა ცნებას - ეფექტური კონტროლი, რომელიც ამავდროულად, ნიშნავდა ოკუპაციას, ამ შემთხვევაში კი, მან პირდაპირ გამოიყენა ცნება - ოკუპაცია რეგიონებთან მიმართებაში.

 

ეს არის ის იურიდიული ენა, რომელსაც გადაწყვეტილებაში სასამართლო იყენებს, ე.ი ჩვენ შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner