logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვართ, რომ NATO-სკენ სწრაფვის პროცესი წევრობით დაგვირგვინდება
- +

6 ივლისი. 2016. 17:14



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ში სწრაფვა არის განუწყვეტელი ცვლილებების პროცესი და ჩვენ ყველას დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი დაგვირგვინდება ალიანსში წევრობით.



პრემიერის განცხადებით, ქართული მხარე მოახლოებული NATO-ს ვარშავის სამიტზე ელოდება იმ პროგრესის დადასტურებას, რასაც ქვეყანამ მიაღწია.


 

NATO- რაც შეეხება, როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, საქართველო უკვე არის NATO-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ველოდებით სამიტისგან კიდევ ერთხელ დადასტურებას იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის, რომელსაც მივაღწიეთ არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე. პირველად NATO-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში ჩატარდება NATO-საქართველოს საბჭოს მინისტერიალი, რომელიც მიიღებს მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ სამიტის შემდეგ იქნება უფრო მეტად დაცული, გამომდინარე სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებული ფორმატიდან, რომელსაც დღესდღეობით არსებითი პაკეტი ითვალისწინებს და დაემატება თანამშრომლობის დამატებითი კომპონენტები.

 

დავეთანხმები ბატონ ჯონ კერის, რომ NATO-სკენ სწრაფვა არის პროცესი განუწყვეტელი ცვლილებების. ეს არის პროცესი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რეფორმების და ჩვენ ყველას დიდი იმედი გვაქვს, და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი დაგვირგვინდება NATO- წევრობით, რაც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დაამყარებს სტაბილურობას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner