logo_geo
eng_logo
გოჩა ლორთქიფანიძე: ისტორიული გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის
- +

23 იანვარი. 2021. 00:30

 

„ის, რასაც საქართველომ 21 იანვარს მიაღწია, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის“, - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ კითხვას, რა შეიცვალა გიგა ოთხოზორიასა და საქართველოს სხვა ოჯახის წევრებისთვის, ასევე წეროვანში მცხოვრები დევნილებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ.

 

„დღევანდელი მთავრობის მიდგომაა და ეს გამოჩნდა დეპორტირებულებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის დროს, რომ ჩვენ მივმართავთ ყველა ძალისხმევას, რათა საქართველოს მოქალაქეების ინტერესი დაცული იყოს საერთაშორისო სასამართლოებში. რა თქმა უნდა, ის ისტორიული გამარჯვება, რომელსაც ჩვენ 21 იანვარს მივაღწიეთ, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის. პირველი და ფუნდამენტური, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა ამ ქვეყნის ცხოვრებაში, მან გაამყარა სამართლიანობის მიღწევის რწმენა. ასევე ის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა ყოველთვის შეიძლება მივაღწიოთ სამართლიანობის აღდგენას, თუნდაც ისეთ რთულ მეზობელთან ურთიერთობაში, როგორის არის რუსეთის ფედერაცია“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner