logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
- +

23 იანვარი. 2021. 10:42

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და საუბნო სამმართველოების  თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროა ვრცელებს.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მ.მ.-ის მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 42 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის  ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner