დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა წარსდგეს.
„არჩევნებში კოალიციურად მონაწილეობის აუცილებელობას ვერ ვხედავ. ძირითადად, კოალიციურად ის სუბიექტები მონაწილეობენ არჩევნებში, რომლებსაც ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას" ბარიერის გადალახვის პრობლემას არაფერი არ უქმნის და მისთვის აუცილებელი ზოგიერთი პარტიის რეანიმაციიდან გამოყვანა, რატომ უნდა იყოს? ზოგიერთი უკვე შეიძლება კარგად არის, მაგრამ რეანიმაცია მუდმივ რეჟიმში მუშაობს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.