logo_geo
eng_logo
ადა მარშანია: სააკაშვილმა და რულოვსმა დაჩოქილებმა ბოდიში უნდა მოიხადონ!
- +

6 ივლისი. 2016. 17:25


 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ადა მარშანიამ და  „დევნილ ბერძენ ქალთა საზოგადოების" თავმჯდომარე ჩიტო ყალიჩავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებასთან და ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. მარშანიას განცხადებით, ვარშალომიძემ პასუხი უნდა აგოს დევნილების წინაშე, ხოლო რულოვსმა და სააკაშვილმა დაჩოქილებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.


„მინდა გამოვეხმაურო სანდრა რულოვსის განცხადებას ვარშალომიძის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომ მისი ჩამოსვლა არის საწინდარი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა.

ქალბატონი რულოვსისაგან და მისი მეუღლისაგან ქართველი ერი მხოლოდ ერთადერთ განცხადებას მოელის. მუხლზე უნდა დადგნენ ორივე, ბოდიში მოიხადონ და უნდა მოითხოვონ სამართლიანი სასამართლო მათ წინააღმდეგ.

ვარშალომიძე ვერაგულად და ვანდალურად ასახლებდა დევნილებს. სამართლიანი გამოსახლება უნდა ყოფილიყო და არა ასეთი.  კიდევ ერთხელ მივმართავთ პროკურატურას და ვითხოვთ აჭარის მაშინდელი პირველი პირის ვარშალომიძის პასუხისგებაში მიცემას",- განაცხადა მარშანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner