სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავტოსაგზაო შემთხვევაში რუსი სამხედრო, 25 წლის ლეონიდ ხომიაკოვი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ავტომობილი „ოპელ ასტრა“, რომელსაც ხომიაკოვი მართავდა, სატვირთოს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა მანქანაში რუსი სამხედროს ცხედარი აღმოაჩინეს.
გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა მდებარეობს, რომელიც რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ნაწილია სამხრეთ კავკასიაში.