ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,928 ადამიანს დაუდასტურდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,187,897 ადამიანს დაუდგინდა. ჩOVID-19-ს სულ 21,778 პაციენტი ემსხვერპლა, 942,107 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.