logo_geo
eng_logo
ჯონ კერი: მაღალ შეფასებას ვაძლევთ დღეს ხელმოწერილ მემორანდუმს
- +

6 ივლისი. 2016. 17:31



აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან  გამართულ ერთობლივ პრესკონფერენიაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმი თავდაცვისა აღჭურვილობის შესყიდვის თემებს მოიცავს.


 

ჩვენ ნამდვილად მაღალ შეფასებას ვაძლევთ დღეს ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს თავდაცვის აღჭურვილობისა და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვის თემებს, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას NATO-სთან, თავდაცვისუნარიანობას, ეფექტურობას გაზრდის, დამხმარე იქნება განათლების, პერსონალის ტრეინინგის სფეროებში. ასევე, აქ იგულისხმება საოპერაციო და ტექნიკური პირადი შემადგენლობის გაცვლა. ეს დოკუმენტი მოგვცემს საშუალებას, საუკეთესო პრაქტიკები აღვასრულოთ თავდაცვის სფეროში და შემდგომში მოვემზადოთ NATO- მიმართულებების განხორციელებისთვის. დოკუმენტი გულისხმობს ერთობლივი წვრთნების გამართვას. აქ შესულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრის დაცვის თემები და ასევე, ინფორმაციის გაზიარების პროცესები და სხვა, რომლებიც გაამყარებს უსაფრთხოებას სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ჯონ კერიმ.



სახელმწიფო მდივნის თქმით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება და ბევრი პროცესი მოვა მოქმედებაში, რომელიც გაამარტივებს საქართველოს თანამშრომლობას NATO-სთან, მისი სრული წევრობის გზაზე.



საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner