logo_geo
eng_logo
ამერიკელმა მამაკაცმა ლატარეაში 1 მილიარდი აშშ დოლარი მოიგო
- +

23 იანვარი. 2021. 13:55

 

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა მამაკაცმა Mega Millions-ის ლატარეაში 1 მილიარდი აშშ დოლარი მოიგო. ამის შესახებ განცხადება ლატარიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ეს პრიზი ლატარიის ისტორიაში სიდიდით მეორეა. მანამდე, 2018 წელს სამხრეთ კაროლინის მკვიდრმა 1,5 მილიარდი დოლარი მოიგო.

 

ამასთან, გასულ კვირას აშშ-ში კიდევ ერთი მასშტაბური მოგება დაფიქსირდა. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მკვიდრმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner