logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმთან მობილიზებულ ეროვნული გვარდიის წევრებს ბოდიში მოუხდა
- +

23 იანვარი. 2021. 14:32

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კაპიტოლიუმთან მობილიზებულ ეროვნული გვარდიის წევრებს ბოდიში მოუხდა.

 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანდა, რომ რამდენიმე სამხედროს მანქანების სადგომზე ეძინა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დაურეკა ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაურს, ბოდიში მოუხდა და დაინტერესდა, რისი გაკეთებაა შესაძლებელი ვითარების გამოსასწორებლად. პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა კი, ჯარისკაცები პირადად მოინახულა და საჩუქრად ორცხობილები მიუტანა.

 

ავტომანქანების სადგომზე მძინარე სამხედროთა ფოტოების გამოქვეყნებამ პოლიტიკოსების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, ხოლო რამდენიმე შტატის გუბერნატორმა გვარდიელების აშშ-ის დედაქალაქიდან მშობლიურ შტატებში დაბრუნების განკარგულება გასცა.

 

ამავე დროს, „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაშინგტონში მობილიზებული გვარდიელების ნაწილს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ანონიმური წყარო ამბობს, რომ ვირუსი 100-დან 200-მდე გვარდიელს გამოუვლინდა.

 

შეგახსენებთ, ვაშინგტონში 25 ათასზე მეტი ეროვნული გვარდიელის მობილიზაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

 

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გვარდიელები 20 იანვარს გამართულ ინაუგურაციაზე უსაფრთხოებას იცავდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner