logo_geo
eng_logo
პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებული და მხილებულია 6 პირი
- +

23 იანვარი. 2021. 16:37

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

 

დაკავებული და მხილებულია 6 პირი: 1997 წელს დაბადებული რ.უ., 1998 წელს დაბადებული რ.ბ., 1999 წელს დაბადებულები ე.გ. და ა. შ, ასევე 2000 წელს დაბადებული ი.უ. და ამავე წელს დაბადებული ე.გ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები მიმდინარე წლის 18 იანვარს ყაჩაღურად თავს დაესხნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ჯართის მიმღები პუნქტის ტერიტორიაზე მდებარე ვაგონში მყოფ, ამავე ობიექტის თანამშრომლებს - მ.მ.-სა და ქ.ა.-ს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2000 ლარს, ორ მობილურ ტელეფონს, 2 საათს და ვერცხლის ყელსაბამს.

 

თავდამსხმელებმა დაზარალებულებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მეორე ვაგონში გადაიყვანეს და ჩაკეტეს, ის ვაგონი კი, რომელზეც თავდაპირველად განახორციელეს თავდასხმა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაწვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონები, დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვადასხვა ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, 187-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner