შპს „კავკასუს ონლაინსა"და შპს „მაგთიკომს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც „კავკასუს ონლაინი" გადასცემს „მაგთიკომს" კორპორატიული და საცალო მომსახურების გასაწევად საჭირო ყველა აქტივს.
მხარეები გეგმავენ აქტივების მიწოდების პროცესის დასრულებას მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, რის შემდეგაც „კავკასუს ონლაინის" ნაცვლად მომსახურებას გაგიწევთ „მაგთიკომი".
საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონიის და ჰოსთინგის მომსახურების მიმწოდებლის აღნიშნული ცვლილების ზუსტ თარიღს გაცნობებთ დამატებით. ასეთი თარიღიდან „მაგთიკომი" ჩაანაცვლებს „კავკასუს ონლაინს" და იკისრებს ყველა იმ ვალდებულებას და გამოიყენებს ყველა იმ უფლებას, რაც გათვალისწინებულია თქვენსა და „კავკასუს ონლაინს" შორის მოქმედ ხელშეკრულებაში.
აქტივების გადაცემის პროცესი და მომსახურების მიმწოდებლის ცვლილება არ შეაფერხებს თქვენთვის მომსახურების მიწოდებას.
მოსახურების მიმწოდებლის ცვლილების თარიღიდან:
„მაგთიკომი" უზრუნველყოფს თქვენთვის მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას; მომსახურებას მიიღებთ მაგთიკომის ოფისებში (თბილისის ნებისმიერ ოფისში და რიგ რეგიონალურ ოფისებში); გადახდის მეთოდები რჩება უცვლელი; ცხელი ხაზის ნომერი რჩება უცვლელი.