ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლარი კინგი „კოვიდ-19“-ით იყო ინფიცირებული და ის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში ლარი კინგს თოქშოუ ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში მიჰყავდა.
ბოლო წლებში ის რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეკომპანია „რაშა თუდეიში“ მუშაობდა.