რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ვიდეოზე ჩანს პოლიციელი, რომელიც ბავშვს აკავებს და მიჰყავს. ისმის ყვირილი „ბავშვია, ხელი გაუშვით“. „უნდა წავიყვანოთ" - ეუბნება პოლიციელი. ამის შემდეგ ბავშვი, რომელიც დაახლოებით 10 წლისაა, გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საერთო ჯაში რუსეთში 200-მდე ადამიანია დაკავებული.
ცნობისთვის, მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მომხრეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ. „ძირს მეფე, პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.