logo_geo
eng_logo
რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს
- +

23 იანვარი. 2021. 18:12

 

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

 

ვიდეოზე ჩანს პოლიციელი, რომელიც ბავშვს აკავებს და მიჰყავს. ისმის ყვირილი „ბავშვია, ხელი გაუშვით“. უნდა წავიყვანოთ" - ეუბნება პოლიციელი. ამის შემდეგ ბავშვი, რომელიც დაახლოებით 10 წლისაა, გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ.

 

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საერთო ჯაში რუსეთში 200-მდე ადამიანია დაკავებული.

 

ცნობისთვის, მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მომხრეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ. „ძირს მეფე, პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner