logo_geo
eng_logo
ზაფხულის სეზონზე საზამთროთი მოწამვლის 47 შემთხვევა დაფიქსირდა
- +

6 ივლისი. 2016. 18:13


წელს საქართველოში ზაფხულის სეზონის გახსნასთან ერთად გახშირდა პროდუქტით მოწამვლის შემთხვევბიც. ამის შესახებ ექსპერტი გია ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საუბრობს. ბურჯანაძის განცხადებით, წელს ხშირია თევზეულით, საზამთროთი  და ნესვით მოწამვლის ფაქტები.


„წელს გვქონდა თევზეულით მოწამვლის 23 შემთხვევა, საზამთროთი მოწამვლის 47 შემთხვევა, ნესვით -დაახლოებით 12-13 შემთხვევა. ეს ციფრები ძალიან კარგად მახსოვს, ვინაიდან ჩვენი სანდო ადამიანები მუშაობენ საავადმყოფოებში და ისინი ყოველკვირეულად გვაწვდიან ინფორმაციას. ქათმის ბარკლებით მოწამვლის ერთი შემთხვევა იყო, თუმცა ეს ფაქტი საავადმყოფოს არ დაუდასტურებია",- განაცხადა ბურჯანაძემ.



 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner