logo_geo
eng_logo
COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით ბრიტანეთი პირველ ადგილზეა
- +

23 იანვარი. 2021. 18:48

 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ამის შესახებ CNN წერს.

 

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში 20 იანვარს დაფიქსირდა, 24 საათის განმავლობაში დაავადებას 1 820 ადამიანი ემსხვერპლა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 96 166 ადამიანი ემსხვერპლა.

 

100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილს ჩეხეთი იკავებს, მესამე ადგილზეა იტალია, შემდეგ მოდის აშშ და ესპანეთი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner