logo_geo
eng_logo
ესპანეთში ახალი შეზღუდვები წესდება, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ანტირეკორდია დაფიქსრიდა
- +

23 იანვარი. 2021. 18:48

 

უცხოური მედია წერს, რომ 22 იანვრის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 44 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია. ამჟამად, ჰოსპიტალური სექტორი, პანდემიის მეორე ტალღის პერიოდთან შედარებით, უფრო გადატვირთულია. ყოველი ხუთი საწოლიდან ერთი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ეთმობა, რაც გეგმიური ოპერაციების გაუქმებასაც კი იწვევს.

 

ეპიდემიოლოგები მარტის შუა რიცხვებში, კორონავირუსის ახალი ე.წ. „ბრიტანული“ შტამის უფრო მეტად გავრცელებაზე საუბრობენ. ყოველივე ზემოაღნიშნულმა ესპანეთი შესაძლოა სრულ „ლოქდაუნამდე“ მიიყვანოს.

 

25 იანვრიდან მადრიდში და ბასკეთში ახალი შეზღუდვები დაწესდება. მადრიდში კომენდანტი საათი 22:00 საათზე დაიწყება, ყველა კომერციული სივრცე კი 21:00 საათზე დაიხურება. საოჯახო შეკრებებზეც რეგულაციები წესდება. შეზღუდვები ქ. მადრიდში 2 კვირის მანძილზე იმოქმედებს. ბასკეთის ავტონომიურ გაერთიანებაში, 252 მუნიციპალიტეტი დაიხურება. შეკრებაზე 4 კაციანი შეზღუდვა წესდება. საკვები ობიექტები 20:00 საათზე დაიხურება. რეგიონში შეზღუდვები 20 დღის მანძილზე იმოქმედებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner