logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 შემთხვევა გამოვლინდა
- +

23 იანვარი. 2021. 19:01

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 162 ადამიანს გამოუვლინდა, 705 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 228 688 შეადგინა. ჯამში, გარდაიცვალა 3 072 ადამიანი. ვირუსისგან 219 724 პაციენტი განიკურნა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner