გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 162 ადამიანს გამოუვლინდა, 705 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 228 688 შეადგინა. ჯამში, გარდაიცვალა 3 072 ადამიანი. ვირუსისგან 219 724 პაციენტი განიკურნა.