logo_geo
eng_logo
დღეს SpaceX ისტორიულ მისიას განახორციელებს
- +

23 იანვარი. 2021. 19:37

 

ასტრონავტიკის ისტორიაში პირველად, დღეს, 23 იანვარს, ამერიკული კოსმოსური კომპანია SpaceX კოსმოსში თანამგზავრების მასშტაბურ რაოდენობას გაგზავნის. ამის შესახებ SpaceX -ის პრესსამსახური იუწყება.

 

გავრცელებული ინფორმაციით,  Transporter-1-ის მისიის ფარგლებში, Falcon 9-ის მრავალჯერადი გადამზიდი ორბიტაზე 143 თანამგზავრს გადაიტანს. თანამგზავრების საერთო მასა 5 ტონას აღემატება და მათ ფლორიდის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ.

 

თანამგზავრების გაშვება თბილისის დროით 18:40 საათზე არის დაგეგმილი და მისი ნახვა ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

 

შეგახსენებთ, SpaceX  ჩვენი პლანეტის თავზე 12 ათასი მოწყობილობით აღჭურვილი ქსელის შექმნას გეგმავს. მისი ამოცანაა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნა, რომელიც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომას უზრუნველყოფს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner