მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსეი ნავალნის მეუღლე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ამის შესახებ რადიო „ეხო მოსკვი“ იტყობინება.
იულია ნავალნაია დღეს სამართალდამცველებმა პუშკინის მოედანზე მისვლისთანავე დააპატიმრეს. პოლიციის განყოფილებაში მან რამდენიმე საათი დაჰყო.
ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები რუსეთში მთელი დღეა, გრძელდება. მხოლოდ მოსკოვში საპროტესტო მსვლელობებში მონაწილეობა 40 ათასამდე ადამიანმა მიიღო.
18 იანვარს ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა შერემეტიევოს აეროპორტში დააპატიმრეს. მას ბრალი პირობითი ვადის დარღვევაში დასდეს.