„გიგი წერეთელი საქართველოს კი არა, სააკაშვილის წარმომადგენელია!"- ამ სიტყვებით აფასებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს" ხელმძღვანელი, პოეტი რეზო ამაშუკელი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ნაციონალი გიგი წერეთლის კანდიდატურის წარდგენას.
„გიგი წერეთელი საქართველოს კი არა, სააკაშვილის წარმომადგენელია!
რუსეთის დელეგაციას, რომელმაც წერეთლის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ვეკითხები - ყმაწვილებო, იმისთვის ჩამობრძანდით თბილისში, რომ ნაციონალების ერთ-ერთი ბელადი თანამდებობაზე აირჩიოთ?! რას ნიშნავს ეს?! მე ვეღარ გავიგე, ვინ ვისი მონაა, ვინ ვისი ზორგეა და ვინ ვისი ზურგია?!"- განაცხადა ამაშუკელმა.