თეთრი სახლის ოვალური ოფისის მთავარი ე.წ. რეზოლუტის მაგიდიდან გაქრა წითელი ღილაკი, რომლის მეშვეობითაც დონალდ ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მოჰქონდათ, - ამის შესახებ The Hill წერს.
ღილაკი მაგიდაზე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაჩნდა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ თეთრი სახლის მომსახურე პერსონალს ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მიჰქონდა.
წითელი ღილაკის შესახებ თავის წიგნში წერდა თეთრ სახლის ყოფილი პერსონალის წევრი, კრის სიმსი.
„დონალდ ტრამპი ამ ღილაკით სტუმრებს ხშირად ეხუმრებოდა, რომ ეს ბირთვული იარაღის ასამოქმედებელი ღილაკია“, - წერს კრის სიმსი.