logo_geo
eng_logo
„ჯიპას“ სტუდენტები სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად
- +

23 იანვარი. 2021. 21:02

 

 

2021 წლის 21 იანვარს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), საზოგადოებრივი ურთიერთობების სტუდენტების ინიციატივით სოციალური საწარმოების მიერ შექმნილი უნიკალური ნივთების ონლაინ აუქციონი გაიმართა. ღონისძიების - #უკეთესიდასაწყისისთვის მთავარ მიზანს პანდემიის შედეგად დაზარალებული სოციალური საწარმოების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის პროფესორები, სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აუქციონი გაიმართა სამი უნიკალური ტიპის სოციალური საწარმოს ჩართულობით, ესენია: „დადარი“, სადაც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა, ხის ხელნაკეთი სათამაშოები, სუვენირები და დეკორატიული ნაკეთობები; „ბაბალე“, “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის” მიერ დაფუძნებული საწარმო, სადაც მზადდება ხისა და ტექსტილის უნიკალური, ხელნაკეთი ნივთები და „იკორთა“, მინანქრის სახელოსნო, რომელიც დევნილთა დასახლებაში ქმნის სამოქალაქო და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.

 

ონლაინ აუქციონის #უკეთესიდასაწყისისთვის ფარგლებში გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა სოციალური საწარმოების ანგარიშზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner