ონლაინ პლატფორმა MBKhMedia სოციალურ ქსელ Twitter-ში რუსი სპეცრაზმელების სისასტიკის ამსახველ შემზარავ კადრებს აქვეყნებს, რომელიც სანკტ-პეტერბურგშია გადაღებული.
კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეკითხება სპეცრაზმელებს ასაკოვანი ქალი, რატომ აკავებენ ახალგაზრდა კაცს. პასუხად კი ერთ-ერთი სპეცრაზმელისგან მუცელში უმძიმეს დარტყმას იღებს და ასფალტზე ეცემა.