-
+
23 იანვარი. 2021. 22:54
„ბიბისის“ ცნობით, რუსეთში საპროტესტო აქციებზე 2 000-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად, დემონსტრაციები რუსეთის ათობით ქალაქში მაინც შედგა. მანიფესტანტებმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალანისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. მათ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კორუფციაში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.
მოსკოვში აქციაზე მისვლამდე პოლიციამ დააკავა ალექსეი ნავალნის მეუღლე, თუმცა ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში დააკავეს. ამჟამად ის მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
წყარო :