logo_geo
eng_logo
ნედ პრაისი: სტრასბურგის გადაწყვეტილება დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა რუსეთისაგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს მთლიანობის დარღვევა
- +

23 იანვარი. 2021. 23:42

 

 

 

რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი „ტვიტერზე“ წერს.

 

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისაგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“,- წერს ნედ პრაისი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner