logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი: სულხანი თავისი სიკვდილითაც აფხიზლებს საზოგადოებას!
- +

6 ივლისი. 2016. 18:36



საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ჟურნალისტი და ექსპერტი ნანა დევდარიან „ასავალ-დასავალთან"ინტერვიუში სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრობს. დევდარიანის განცხადებით, მოლაშვილის სიკვდილი სააკაშვილის რეჟიმის კისერზეა.


სულხან მოლაშვილის სიკვდილი თავიდან ბოლომდე სააკაშვილის რეჟიმის კისერზეა!

მთელ საქართველოს ახსოვს, სულხანი დაპატიმრებამდე როგორ გამოიყურებოდა, ციხიდან კი განახევრებული გამოვიდა!

საერთოდ, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი იყო ნაციონალების სპეკულაცია, თითქოს მოლაშვილმა თვითგვემას მიმართა და საკუთარი თავი აწამა! მგონი, ამ ქვეყანაში ვიღაც-ვიღაცებს მიავიწყდათ, როგორი რეჟიმი ბოგინობდა საქართველოში 9 წლის განმავლობაში, სულხან მოლაშვილის გარდაცვალება კი კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას სააკაშვილის ხელისუფლების ნადვილ სახეს!

დიახ, სულხანი თავისი სიკვდილითაც აფხიზლებს საზოგადოებას",- განაცხადა დევდარიანმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner