აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა კაცმა Mega Millions-ის ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო. ინფორმაცია ამის შესახებ ლატარეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ეს ლატარეის ისტორიაში სიდიდით მეორე ჯეკპოტია. 2018 წელს სამხრეთ კაროლინაში იღბლიანი ბილეთის მფლობელმა 1,5 მილიარდი დოლარი მოიგო.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში, მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო.