logo_geo
eng_logo
ამერიკელმა კაცმა ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო
- +

24 იანვარი. 2021. 01:38

 

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა კაცმა Mega Millions-ის ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო. ინფორმაცია ამის შესახებ ლატარეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ეს ლატარეის ისტორიაში სიდიდით მეორე ჯეკპოტია. 2018 წელს სამხრეთ კაროლინაში იღბლიანი ბილეთის მფლობელმა 1,5 მილიარდი დოლარი მოიგო.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში, მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner