logo_geo
eng_logo
დავით თევზაძე: თინა ხიდაშელმა, ვფიქრობ, ვერც კი გაიაზრა, რას მოაწერა ხელი
- +

6 ივლისი. 2016. 18:38



თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველოს მშვიდობისთვის" ხელმძღვანელმა დავით თევზაძემ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება არმიაში სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში შეაფასა. თევზაძის თქმით, ხიდაშელის ბრძანებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია და მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.


„თინა ხიდაშელის ბრძანება მავნებლური გადაწყვეტილებაა და ამ ქაღალდს, ანუ ე.წ. ბრძანებას, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. მეტიც, ის მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და მისი შესრულების პერსპექტივაც კი არ არსებობს. თინა ხიდაშელმა, ვფიქრობ, ვერც კი გაიაზრა, რას მოაწერა ხელი. მინისტრი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და რაც მთავარია, გენშტაბის კომპეტენციაში შეიჭრა. მართალია, განაცხადა, გენშტაბმა თავად მოგვაწოდა პროექტიო, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ მსგავსი სისულელე გენშტაბის თავში შეიძლებოდა მოხარშულიყო.

ეს არის დემარში, რომლის შემდეგაც თინა ხიდაშელი ან თავისი ნებით უნდა გადადგეს, ან პრემიერმა გაათავისუფლოს თანამდებობიდან",- განაცხადა თევზაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner