logo_geo
eng_logo
„ვალდებულება შევასრულე, ის მკვდარია“ – რა ვიცით ჩეჩნეთის „უკანასკნელ ემირზე“, რომელიც 21 ინვარს მოკლეს
- +

24 იანვარი. 2021. 12:40

 

რამზან კადიროვმა „ჩეჩნეთის უკანასკნელი ემირის“ ასლან ბიუტუკაევის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.

 

ჩეჩნეთის ხელისუფლების პროპუტინური ლიდერის, რამზან კადიროვოს თქმით, სოფელ კატირ-იურტში ექსტრემისტების ექვსკაციანი ჯგუფი გაანადგურეს.

 

ეს ჯგუფი რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი ბოლო ექსტრემისტული დაჯგუფება იყო, რომლის ლიდერიც საველე მეთაური, „ჩეჩნეთის უკანასკნელ ემირად“ წოდებული იყო.

 

„რესპუბლიკაში სეპარატისტული იატაკქვეშეთი საბოლოოდ განადგურებულია“, – დაწერა კადიროვმა.

 

მისი თქმით, სპეცოპერაცია ახმად-ხაჯი კადიროვის სახელობის პოლიციის პოლკის მებრძოლებმა ჩაატარეს, ამასთან სპეცოპერაციის დაგეგმვაში თავად რესპუბლიკის ლიდერიც ღებულობდა მონაწილეობას.

 

კადიროვის თანახმად, სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული იყო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელსაც არსებულ გეგმაში პირადად შეჰქონდა გარკვეული ცვლილებები.

 

პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინმა კადიროვს დაურეკა და ბიუტუკაევის ჯგუფის ლიკვიდაცია მიულოცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner