რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს
-
+
24 იანვარი. 2021. 14:02
რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს. დაკავებები 70-მდე ქალაქში განხორციელდა.
ყველაზე მეტი, 855 მომიტინგე დედაქალაქში აიყვანეს. აქციას 40 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. დაკავებულებს შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც იყო, თუმცა, ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.
პროტესტანტები აქციებს სოცქსელებით აორგანიზებენ, საზოგადოება აქტიურად წერს, რომ პროტესტმა სისტემური ხასიათი უნდა მიიღოს.
წყარო :